ფეხბურთი

22:43 | 1.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

იმერული სპარინგი ამხანაგურად დასრულდა

როგორც ფეხბურთის მოყვარულებს მოეხსენებათ, საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში სანაკრებო პაუზა გამოცხადდა. თითქმის სამკვირიან უქმობას გუნდებმა ამხანაგური მატჩების ჩატარება ამჯობინეს. ქუთაისის „ტორპედომ“ დღეს, საკუთარ სტადიონზე ამხანაგური შეხვედრა  საჩხერის „ჩიხურასთან“ გამართა. რევაზ ძოძუაშვილმა დღევანდელ სპარინგში „ტორპედოს“ ძირითადი შემადგენლობის რამდენიმე ფეხბურთელი დაასვენა. აღსანიშნავია, რომ რიონისპირელთა რიგებში ორი უკრაინელი ახალწვეული – ილია დრევალი და ვალერი ბონდარენკო მონაწილეობდა. ორივე მათგანის ,,ტორპედოელთა” რიგებში ჩარიცხვა უკვე გადაწყვეტილია. რაც შეეხება შეხვედრას, ქუთათურთა  მცირე უპირატესობის მიუხედავად, იმერული დერბი გატანილი გოლის გარეშე, ფრედ - 0:0 დასრულდა.

,,ტორპედო’’ (ქუთაისი) – ,,ჩიხურა” (საჩხერე) 0:0 (0:0)

1 სექტემბერი. ქუთაისი. ,,ცენტრალური’’. 200 მაყურებელი.

ტორპედო“: თებიძე, დრევალი, ჩადუნელი (შენგელია 70), ბონდარენკო, მახვილაძე, გიორგაძე (ჩაკვეტაძე 30), მამასახლისი, ჩიკვილაძე (გოგიჩაიშვილი 46), ჭედია (ქებურია 46), მარკოზაშვილი (კვასხვაძე 46), კვერნაძე (ტუღუში 46);

მთ. მწვრთნელი:  რევაზ ძოძუაშვილი

ჩიხურა“: მწყერაშვილი, ლ. ჭელიძე (ზ. ნადირაძე 75), ჩიკვაიძე, კაშია, ქიმაძე (იაკობაშვილი 87), სიხარულია (ოდიკაძე 55), დობროვოლსკი, მუმლაძე (ს. გაბაძე 87), კორიფაძე (თ. ნადირაძე 67), დეკანოიძე (ივანიშვილი 80), კუჭუხიძე;

მთ. მწვრთნელი:  სოსო ფრუიძე

არბიტრი:  გოგა კიკაჩეიშვილი

ვახტანგ დათიაშვილი 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109822