ფეხბურთი

18:12 | 30.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

გრანდები როისისთვის იბრძვიან

 

მას შემდეგ, რაც მარკო როისმა “დორტმუნდთან” კონტრაქტის გახანგრძლივება იუარა, მის შესაძენად არაერთი ევროპული გრანდი გააქტიურდა. “ბილდის” ცნობით, გერმანელის შესაძენად მიუნხენის “ბაიერნი”, კატალონიის “ბარსელონა” და “მანჩესტერ იუნაიტედი” იბრძვიან.

25 წლის გარემარბის კონტრაქტის გამოსასყიდი თანხა 35 მილიონ ევროს შეადგენს. თუკი როისის მსურველი კლუბი ამ თანხას გადაიხდის, “დორტმუნდს” ტრანსფერის ჩაშლის უფლება არ ექნება.

შეგახსენებთ, რომ როისს დორტმუნდელებთან მოქმედი ხელშეკრულება 2016-2017 წლების სეზონის ბოლომდე აკავშირებს.

0.111635