ჩოგბურთი

15:29 | 1.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

გორგოძე ჰოლანდიაში ისპარეზებს

ქართველი ჩოგბურთელი ეკატერინე გორგოძე მიმდინარე კვირაში ჰოლანდიის ქალაქ ალფენში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 25 ათასი დოლარი) ითამაშებს.

გორგოძე საწყის რაუნდში შვედ რებეკა პატერსონს გაეჯიბრება და თუკი მოიგო, ჰოლანდიელი ლესლი კერკჰოვეს და შვედ სუსან სელიკის მატჩში გამარჯვებულს დაელოდება.

წყვილთა ტურნირში გორგოძე და რუსი ნატალია ორლოვა მაკედონიელ მაგდალენა სტოილკოვსკას და ჰოლანდიელ კიმბერლი ვან რინს დაუპირისპირდებიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111179