ფეხბურთი

12:28 | 28.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

გომელაური და დოლიძე “მეტალურგიდან” წავიდნენ

რუსთავის “მეტალურგის” ახალმა ხელმძღვანელებმა, გელა გომელაურმა და ნიკა დოლიძემ, ქვემოქართლის საფეხბურთო კლუბი დატოვეს.

ამის შესახებ, “მსოფლიო სპორტს” გომელაურმა განუცხადა:

“მე და ნიკა დოლიძე კლუბში მიწვეული სპეცილისტები ვიყავით, რომლებსაც საქმე უნდა გაგვეკეთებინა. რადგან ადგილი გაუგებრობას ჰქონდა და უნიჭოდ დადგმული სპექტაკლები შედგა, ამ საქმეზე უარს ვამბობთ. როგორც იტყვიან: “სადაც არა სჯობს, გაცლა სჯობს”. კლუბი დაშლის პირას იყო და ჩვენ ვითარების გამოსასწორებლად მივედით.  9 დღეში ნამდვილად არაფერი გაგვიფუჭებია”.

შეგახსენებთ, რომ ახალმა ხელმძღვანელებმა “მეტალურგი” 14 ივლისს ჩაიბარეს. კლუბის გადაფორმება ერთ ლარად კი მოხდა, მაგრამ რუსთაველებს ჯერ კიდევ ჟოზეფ კეის პრეზიდენტობისას დაგროვილი 8 მილიონი ლარი აქვთ ვალი, რომელიც ოფიციალურად აღიარებულია. თუ ვინ უპატრონებს მომავალ სეზონში “მეტალურგს”, ჯერ უცნობია. 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109448