ჭადრაკი

0:01 | 30.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

გოგონებში უნაფქოშვილი, ბიჭებში – ქუმსიაშვილი და ბერაძე

თბილისის ჭადრაკის სასახლეში მიმდინარე 20-წლამდე გოგონათა შეჯიბრს 7 ტურის თავზე ერთპიროვნული ლიდერი ჰყავს.

ნანი უნაფქოშვილმა (2057) თეთრი ფიგურებით ერთ-ერთი უშუალო კონკურენტი ლიკა კობეშავიძე (1967) დაამარცხა და 5.5 ქულა მოაგროვა, მის უახლოეს მდევრად კი ანა კუჭავა (2111) იქცა, რომელმაც შავებით დალი ნანეიშვილს (1634) სძლია და თავი 5.0 ქულას მოუყარა.

ბოლოსწინა მე-8 ტურში კუჭავა ისვენებს, ხოლო უნაფქოშვილი შავი ფიგურებით ნინო ჯალაღონიას (1702, 4.5 ქულა) გაეჯიბრება.

ბიჭებში 5.5-5.5 ქულით ნიკოლოზ ქუმსიაშვილი (2146) და ირაკლი ბერაძე (2379) დაწინაურდნენ. ქუმსიაშვილმა ნიკა ვოლკოვს (2145) მოუგო, ბერაძემ კი ასევე თეთრებით ნოდარ ლორთქიფანიძე (2240) დაამარცხა.

მომდევნო ტურში ლიდერები შავებით ითამაშებენ. ბერაძე რევაზ ჭკუასელს (1858, 4.5) დაუპირისპირდება, ქუმსიაშვილი კი – ოთარ მანგიაშვილს (1924, 4.0).

0.102782