ფეხბურთი

12:10 | 22.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

განსო კარიერას “ნაპოლიში” გააგრძელებს

“სან-პაულუს” ნახევარმცველი პაოლო ენრიკე განსო უახლოეს პერიოდში კარიერას “ნაპოლიში” გააგრძელებს. ბრაზილიური პრესის ინფორმაციით, იტალიური კლუბი ტრანსფერის შესახებ “სან-პაულუსა” და კომპანია Sonda Group-ს მოელაპარაკა, რომელსაც განსოს კონტრაქტის 68 პროცენტი ეკუთვნის.

თავის დროზე, განსოს “მილანსა” და “ინტერში” გადასვლას უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ გარიგება არ შედგა. 24 წლის ნახევარმცველი, რომელსაც ბრაზილიის ნაკრებში 8 მატჩი ჩაუტარებია, ბოლო პერიოდში “სან-პაულუს” სასტარტო შემადგენლობაში მთავარი მწვრთნელის კრიტიკის გამო ვერ ხვდება. 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.214981