ფეხბურთი

17:12 | 23.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

ფუტსალის ასოციაცია ცქიტიშვილისგან ფინანსური ანგარიშის წარმოდგენას ითხოვს

16 ოქტომბერს საქართველოს ფუტსალის ასოციაციის წევრებმა (სულ 18 ხელმოწერა), რომლებმაც ლევან ცქიტიშვილი 2012 წელს აირჩიეს პრეზიდენტად, მოითხოვეს კონფერენციის (ყრილობის) ჩატარება, რომელზეც ლევან ცქიტიშვილმა უნდა წარმოადგინოს მისი საქმიანობის ფინანსური ანგარიში.

როგორც ასოციაციის წესდებით, ასევე საქართველოს კანონმდებლობით, ლევან ცქიტიშვილი ვალდებულია წარმოადგინოს ფინანსური და სხვა დოკუმენტაცია. პრეზიდენტობის 17 თვის მანძილზე, ცქიტიშვილმა უკვე არაერთხელ განაცხადა უარი საკუთარი ვალდებულების შესრულებაზე, როგორც ასოციაციის გამგეობის, ასევე ყრილობის წინაშე.

კონფერენციის კიდევ ერთხელ მოწვევა, რომელზეც წინასწარი ინფორმაციით ლევან ცქიტიშვილი კვლავ არ გამოცხადდება, ემსახურება მიზანს, რომ შეიქმნას სრული საფუძველი, რომ ასოციაციის წევრებმა სასამართლოს გზით მოსთხოვონ ლევან ცქიტიშვილს ასოციაციის საქმიანობის ფინანსური ანგარიშის წარმოდგენა და აღკვეთონ  ცქიტიშვილის მხრიდან ასოციაციის საქმიანობაში ხელის შეშლა, რომლის ფაქტიც სრულად არის სახეზე და რომლის შესაბამისი მუხლიც გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსით. 

0.119255