კალათბურთი

0:36 | 30.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

ფრანგებს მორიგი კალათბურთელი გამოაკლდათ

საფრანგეთის საკალათბურთო ნაკრების ფორვარდ იან მაინმის, რომელმაც ტრავმა მიიღო, მსოფლიო ჩემპიონატზე კიმ ტილი ჩაანაცვლებს.

საინტერესოა, რომ თავად ტილი ეროვნულ გუნდში მას შემდეგ მოხვდა, რაც ტურნირის გამოტოვების გადაწყვეტილება კევინ სერაფინმა და ალექსის აჟინკამ მიიღეს.

ცნობილია, ისიც, რომ “სამფეროვანთა” რიგებში არც ჟოაკიმ ნოა იქნება.

მომავალი მსოფლიო პირველობა 30 აგვისტოდან 14 სექტემბრამდე პერიოდში ესპანეთში ჩატარდება, საფრანგეთის ნაკრები კი ჯგუფში ბრაზილიას, ეგვიპტეს, ირანს, სერბეთს და ესპანეთს ეთამაშება.

0.112327