ავტოსპორტი

17:50 | 30.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

ფეტელი მონცაზე ახალი შასით გამოვა

სებასტიან ფეტელი იტალიის დიდ პრიზზე ახალი შასით იასპარეზებს. „რედ ბული“ ცდილობს, მიაგნოს მიზეზს, რომლის გამოც, მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონს ბელგიურ ეტაპზე სიჩქარე აკლდა. და ეს იმ დროს, როცა კვალიფიკაცია შესანიშნავად ჩაატარა. გუნდის შეფი კრისტიან ჰორნერი ამბობს, სპაზე ფეტელი იმდენად არადამაჯერებლად გამოიყურებოდა, რომ ეს მანქანის დაზიანების შედეგი უნდა ყოფილიყო.

„ბევრი რამ მისთვის არასახარბიელოდ წარიმართა. პრაქტიკების დროს ძრავზე სანთელიც კი დაუზიანდა, რამაც ბევრი დრო დააკარგვინა. ჩვენ უნდა შევამოწმოთ მანქანა და დავრწმუნდეთ, რომ მასზე რამე დაზიანებული არაა. ეს ხშირად არ ხდება, მაგრამ არც გამორიცხულია“, - ამბობს ჰორნერი.

გუნდს უკვე დაწყებული აქვს ფეტელის მანქანის გამოკვლევა. იმავდროულად, „რედ ბულს“ არ სურს გარისკვა და შასის კარგად შესწავლის გარეშე, იტალიაში მის გამოყენებას არ აპირებს. ამიტომ, მონცაზე ჩემპიონს ახალი შასით ასპარეზობა მოუწევს. ამგვარად, მიმდინარე სეზონში ეს მეორე შემთხვევა იქნება, როცა ფეტრელს ახალი მანქანით გამოსვლა მოუწევს. „რედ ბულმა“ პირველად ეს ესპანური ეტაპის წინ გააკეთა. თუმცა შემდგომში აღარ განუმარტავს შასის შეცვლის მიზეზი.

გარდა ამისა, „რედ ბულმა“ გამოაცხადა, რომ მომავალი სეზონიდან ფეტელს ახალი სარბოლო ინჟინერი ეყოლება. ამის მიზეზი ისაა, რომ გიიომ როკლინი ახალ, უფრო საპასუხისმგებლო თანამდებობაზე დაინიშნა - ორივე პილოტის სარბოლო ინჟინრის მოვალეობას შეასრულებს. მის ადგილს კი ფეტელის გუნდში ჯანპიერო ლამბიაზე დაიკავებს, რომელიც „რედ ბულში“ „ფორს ინდიადან“ გადავიდა.

http://autopanoramaf2.blogspot.com/

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.101189