ფეხბურთი

19:14 | 12.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

ფაბიან ლუსტენბერგერი: “არ ველოდი, რომ “კობი” ჩემს პოზიციაზე ითამაშებდა”

ბერლინის “ჰერტას” კაპიტანმა ფაბიან ლუსტენბერგერმა, რომელმაც ტრავმა მოირჩინა, განაცხადა, რომ არ ელოდა ლევან კობიაშვილი მის პოზიციაზე თუ ითამაშებდა.

“მართალი გითხრათ, არ ველოდი, რომ “კობი” ჩემს პოზიციაზე ითამაშებდა. როდესაც “ჰამბურგთან” ის ცენტრალური მცველის პოზიციაზე დააყენეს, მაშინვე მივხვდი რომ საუცხოოდ ითამაშებდა. მიუხედავად, ასეთი ასაკისა” – იუწყება ლუსტენბერგერის სიტყვებს bz-berlin.de.

ლუსტენბერგის არყოფნის პერიოდში კობიაშვილმა, რომელიც ამპლუით მარცხენა მცველია და ცენტრალურ მცველად ბავშვობაში “ავაზაში” თუ უთამაშია, “ჰერტას” დაცვის ცენტრში 5 მატჩი ჩაატარა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.115494