კალათბურთი

19:03 | 8.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

ევრობასკეტ-2015-ს 4 ქვეყანა უმასპინძლებს

2015 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპი ერთბაშად ოთხ ქვეყანაში ჩატარდება. აღნიშნული გადაწყვეტილება მადრიდში გამართულ ფიბა-ევროპას სპეციალურ სხდომაზე იქნა მიღებული.

აღნიშნული ვერდიქტის თანახმად, საწყის ეტაპზე თითო-თითო ჯგუფს ზაგრები (ხორვატია), მონპელიე (საფრანგეთი), ბერლინი (გერმანია) და რიგა (ლატვია) მიიღებენ, ფინალური რაუნდის მატჩებს კი საფრანგეთის კიდევ ერთი ქალაქი ლილი უმასპინძლებს.

შეგახსენებთ, რომ ევრობასკეტ-2015-ს მასპინძლად უკრაინა გახლდათ დასახელებული, თუმცა, ცნობილი მიზეზების გამო, გადაწყვეტილება შეიცვალა და უკრაინელებს 2017 წლის ჩემპიონატი გადაულოცეს. ხსენებული ქვეყნების გარდა, ტურნირის მიღებაზე პრეტენზია ისრაელს, ფინეთს, თურქეთს და პოლონეთს ჰქონდათ.

მომავალი ჩემპიონატი 2015 წლის 5-20 სექტემბერს შედგება და მასში საქართველოს ეროვნული ნაკრებიც ითამაშებს, რომელმაც შესარჩევ ციკლში ჯგუფი პირველი ადგილი დაიკავა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116737