ფეხბურთი

18:45 | 18.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ევერტონს” ჟერარდ დეულოფეუს დაბრუნება სურს

 

ბრიტანული მედიის ცნობით ინგლისურ კლუბ “ევერტონს” ჟერარდ დეულოფეუს დაბრუნება სურს. ზაფხულში რობერტო მარტინესს იმედი ჰქონდა, რომ დეულოფეუ კვლავ ითამაშება ევერტონელთა შემადგენლობაში, თუმცა “ბარსელონასთან” მოლაპარაკებები ჩაიშალა.

ლა მასიის აკადემიის აღზრდილი “ბარსელონამ” გასული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს “სევილიაში” გაანათხოვრა, თუმცა “ევერტონი” ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას კვლავ შეეცდება ესპანელის დაბრუნებას.

20 წლის ფეხბურთელმა “ევერტონის” მაისურით 29 მატჩში 4 გოლისა და 5 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა, რაც ახალგაზრდა და დებიუტანტი მოთამაშისთვის კარგი შედეგია.

მიმდინარე სეზონში ანდალუსიელთა შემადგენლობაში ჟერარდის დებიუტი “ესპანიოლთან” შეხვედრაში შედგა, როცა მატჩის მიწურულს ვიტოლოს ნაცვლად გამოჩნდა მინდორზე.

დიმა შარიქაძე

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123796