სხვა

9:56 | 29.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

ერაძე და თურქია ოლიმპიურ ნაკრებებთან იმუშავებენ

საქართველოს ხელბურთის ფედერაციის მოწვევით თბილისში იმყოფება საქართველოს ნაკრების ორი ვეტერანი ხელბურთელი – როლანდ ერაძე და გიორგი თურქია.

ერაძე და თურქია მასტერკლასებს ჩაატარებენ ბიჭებისა და გოგონების ოლიპიურ გუნდებთან, რომლებიც ინტენსიურად ემზადებიან თბილისის 2015 წლის ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიური ფესტივალისთვის.

როლანდ ერაძე (დ. 1971) საქართველოს ნაკრებში თამაშის შემდეგ ისლანდიის ეროვნული ნაკრების წევრი გახდა და 2004 წლის ოლიმპიადაზეც მონაწილეობდა. ის ერთ-ერთი უძლიერესი მეკარე იყო ევროპაში. ხელბურთელის კარიერის დასრულების შემდეგ ერაძე ისლანდიაში დამკვიდრდა და უკვე სერიოზული სამწვრთნელიო გამოცდილება დაუგროვდა.

გიორგი თურქია (დ. 1972) დიდხანს თამაშობდა საქართველოს ნაკრებში. საკლუბო კარიერა მან საბერძნეთში დაასრულა და შემდეგ ამ ქვეყანაში მწვრთნელადაც მუშაობდა. თურქია, იმედო ფხაკაძესთან ერთად, იყო მწვრთნელი საქართველოს ნაკრებისა, რომელმაც 2008 წელს ევროპული ჩელენჯ ტროფი მოიპოვა. ბოლოხანს თურქია ლატვიაში ცხოვრობს.

ორივე მწვრთნელი დაახლოებით ერთ კვირას დაჰყოფს საქართველოში და რამდენიმე ვარჯიშს გამართავს ოლიმპიურ ნაკრებებთან.

პარასკევს, ბიჭების ოლიმპიურ გუნდს საკონტროლო მატჩი აქვს ერაყის ნაკრებთან, რომელიც თბილისში იმყოფება საწვრთნელ შეკრებაზე და რამდენიმე მატჩს გამართავს. პარასკევის მატჩი 12 საათზე დაიწყება გლდანის ჯემალ ცერცვაძის სახელობის სახელბურთო აკადემიის დარბაზში.

 

geohandball.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.140635