ფეხბურთი

14:04 | 19.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

"დნიპროს" კაპიტანი: "გუარინი სიმულანტია"

ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში "დნიპროსა" და მილანის "ინტერს" შორის (0:1), დნეპროპეტროვსკელთა კაპიტანმა რუსლან როტანმა 68-ე წუთზე მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედნის დატოვება მოუხდა.

უკრაინელთა ლიდერმა მატჩის შემდეგ განახადა, რომ გუარინის წინააღმდეგ უხეში თამაში არ ყოფილა და კოლუმბიელ ფეხბურთელს სიმულანტი უწოდა.

"ჩემი აზრით, იმ ეპიზოდში გუარინმა სიმულაციას მიმართა. უპასუხისმგებლობის გრძნობა არ მაწუხებს, რადგან კოლუმბიელი თავისით დაეცა და ჩემი გუნდი 10 კაცის ამარა დარჩა. როგორც კი მინდორი დავტოვე, მალევე "ინტერმა" გოლი გაგვიტანა და რთული იყო კაცნაკლულ გუნდს თამაში შემოეტრიალებინა. ვფიქრობ, წაგებას არ ვიმსახურებდით. ძალიან თანაბარი თამაში ჩავატარეთ და ორივე გუნდს გოლის გატანის თანაბარი შანსი ჰქონდა." - განაცხადა როტანმა.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ მატჩში ჯაბა კანკავამ "დნიპროს" მაისურით შეუცვლელად ითამაშა. უკრაინელთა კარში ერთადერთი გოლი 71-ე წუთზე დ"ამბროზიომ გუარინის პასით გაიტანა.

გიორგი ბალახაძე

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108104