ჩოგბურთი

17:31 | 30.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჯოკოვიჩი ტორონტოში პირველი ნომერია

 4-10 აგვისტოს კანადის ქალაქ ტორონტოში “მასტერზ1000”-ის სერიის Rogers Cup-ის მორიგი ტურნირი ჩატარდება. შეჯიბრების ორგანიზატორებმა პირველ ნომრად კლასიფიკაციის სერბი ლიდერი ნოვაკ ჯოკოვიჩი განთესეს. “ნოლეს” ტორონტოში 2007, 2011 და 2012 წლებში უმარჯვია, შარშანდელ ფინალში კი ესპანელმა რაფა ნადალმა კანადელ მილოშ რაონიჩს 6:2, 6:2 სძლია.

ტორონტოს “მასტერზის” განთესილ მოთამაშეთა სიას შემდეგი სახე აქვს 

1. ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერბეთი)

2. რაფა ნადალი (ესპანეთი)

3. როჯერ ფედერერი (შვეიცარია)

4. სტენ ვავრინკა (შვეიცარია)

5. ტომაშ ბერდიხი (ჩეხეთი)

6. დავიდ ფერერი (ესპანეთი)

7. მილოშ რაონიჩი (კანადა)

8. გრიგორ დიმიტროვი (ბულგარეთი)

9. ენდი მარეი (დიდი ბრიტანეთი)

10. კეი ნიშიკორი (იაპონია)

11. ჯონ იზნერი (აშშ)

12. ერნესტს გულბისი (ლატვია)

13. რისერ გასკე (საფრანგეთი)

14. ჟო-ვილფრიდ ცონგა (საფრანგეთი)

15. რობერტო ბაუტისტა-აგუტი (ესპანეთი)

16. მარინ ჩილიჩი (ხორვატია)

ბოლოს კი იმასაც მოგახსენებთ, რომ ტორონტოს ტურნირზე ყველაზე მეტჯერ (6) ჩეხ ივან ლენდლს (1980, 1981, 1983, 1987, 1988, 1989)  უმარჯვია.

0.111713