ჭადრაკი

1:20 | 30.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჯავახიშვილი ერთპიროვნულად გალიდერდა

გერმანიის ქალაქ ერფურტში მიმდინარე საჭადრაკო ტურნირის დასრულებამდე 2 ტურით ადრე შეჯიბრს ქართველი ლიდერი ჰყავს. იგი ლელა ჯავახიშვილი (2477) გახლავთ, რომელიც უკანასკნელ პარტიებში ძალიან დამაჯერებლად გამოიყურება.

29 აგვისტოს ტურნირზე 2 ტურის პარტიები ჩატარდა. ჯავახიშვილი ჯერ შავი ფიგურებით სომეხ ლილიტ მკრტჩიანს (2453) დაუზავდა, შემდეგ კი თეთრებით ბელა ხოტენაშვილი (2494) დაამარცხა.

შედეგად, ლელამ 7 ტურში 5.0 ქულა მოაგროვა და პირველ ადგილზე გადაინაცვლა, მისი უახლოესი მდევრები კი ჩინელი შენ იანგი (2470), პოლონელი მონიკა სოცკო (2470) და ხოტენაშვილი არიან, რომლებიც ლიდერს 0.5 ქულით ჩამორჩებიან.

ხოტენაშვილმა ჯავახიშვილთან მარცხამდე იანგს სძლია და ეს, ზედიზედ 4 მოგების კვალად, ჩინელის პირველი წარუმატებლობა იყო.

ბოლოსწინა მე-8 ტურში ჯავახიშვილი შავი ფიგურებით იანგს ეთამაშება, ხოტენაშვილი კი თეთრებით რუს ანასტასია ბოდნარუკს (2434) დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112453