ფეხბურთი

13:28 | 28.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

“დინამოში” ბევრი რამ ფიფიას და ბილეკის შეხვედრის მერე გაირკვევა

თბილისის “დინამოში” რომ კარდინალური ცვლილებები იგეგმება, ამის შესახებ “მსოფლიო სპორტი” შაბათს იუწყებოდა.

წინასწარი ინფორმაციით, ძირეულ ცვლილებებზე კომენტარი ორშაბათს გაკეთდებოდა. თუმცა, “მსოფლიო სპორტისთვის” ცნობილი გახდა, რომ ამ ვადამ, სავარაუდოდ, ერთი დღით გადაიწია. საქმე ისაა, რომ კლუბის პრეზიდენტი რომან ფიფია, საქართველოში არ იმყოფება და ბევრი რამ, მისი ჩამოსვლის შემდეგ გაირკვევა.

გასაგებია, რომ ჩემპიონთა ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპზე ყაზახეთის “აქტობესთან” შინ და გარეთ მარცხის მერე, “დინამოში” ცვლილებები მოხდებოდა. თუმცა ამას, ბუნებრივია, მხოლოდ ცხელ გულზე ვერ გააკეთებ, რადგან გუნდის მთავარ მწვრთნელ ჩეხ მიხალ ბილეკს და ფეხბურთელებსაც, “დინამოსთან” კონტრაქტები აკავშირებთ. შესაბამისად, ერთი ხელის მოსმით რაიმეს შეცვლა, ადვილი არაა.

აქედან გამომდინარე, ბევრი რამ მას მერე გაირკვევა, რაც ფიფია თბილისში დაბრუნდება და ბილეკს შეხვდება. შესაბამისად, “დინამოც” განცხადებას ამის მერე გააკეთებს.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109009