ფეხბურთი

0:20 | 28.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

დიეგო სიმეონე: “ გრიზმანი შესანიშნავი ფეხბურთელია”

 

მადრიდის “ატლეტიკოს” მთავარმა მწვრთნელმა – დიეგო სიმეონემ თავისი გუნდის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე - ანტუან გრიზმანი შეაქო და განაცხადა, რომ სატრანსფერო ბაზარზე კლუბის მუშაობით კმაყოფილია.

“ანტუან გრიზმანი შესანიშნავი ფეხბურთელია. მას შეუძლია, ჩვენს შეტევებს სიმწვავე და მრავალფეროვნება შემატოს.

ახალწვეულებით ძალიან კმაყოფილი ვარ და მოუთმენლად ველი, როდის შეიკრიბება მთელი გუნდი, რათა მომავალი სეზონისთვის სრულ მზადყოფნაში ვიყოთ. უკანასკნელი სამი კვირით კმაყოფილი ვარ – ამ დროის განმავლობაში კლუბმა სატრანსფერო ბაზარზე ძალიან კარგად იმუშავა.” – სიმეონეს კომენტარს Gოალ.ცომ ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ “ატლეტიკომ” გასულ სეზონში ესპანეთის ჩემპიონატი მოიგო და ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლაც შეძლო, სადაც მადრიდის “რეალთან” მხოლოდ დამატებით დროში დამარცხდა.

ლევან გოგოტიშვილი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112736