თამაშგარე

11:14 | 29.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

დანი ალვეში მორიგ სატრფოს დაშორდა

ბრაზილიელი ფეხბურთელი, დანი ალვეში, როგორც ჩანს მამაკაცთა იმ კატეგორიას მიეკუთვნება, რომელთაც ერთ ქალთან დიდხანს ცხოვრება არ უნდათ და არც გამოსდით. დანი რამდენიმე დღის წინ, თავის მორიგ გულისსწორს, მოდელსა და მსახიობს, ტაისა კარვალიოს დაშორდა.

დაშორების ოფიციალურ მიზეზს არც ფეხბურთელი და არც მისი ნასაყვარალი არ ამხელენ. თუმცა, ”ყვითელ პრესას” აბა რა გამოეპარება? ბულვარული მედიის ინფორმაციით, დანის ახალი საყვარელი გაუჩენია და ამ წყვილის  ორწლიანი სასიყვარულო ვნებაც ამით დასრულდა.

დანი ალვეშს, როგორც ჭეშმარიტ ბრაზილიელ კაცს, ალბათ დიდად არ უკვირს მის გარშემო ქალები 90-იანი წლების თბილისელი მომიტინგეებივით რომ ირევიან. პირიქით - მისთვის ეს ბუნებრივი მდგომარეობაა. უყვარს ქალებში ხვანხვალი ამ კაცს და რას ერჩით...

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.135244