ფეხბურთი

1:33 | 2.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

ცხადაძეს “ინტერიდან” არ უშვებენ

ბაქოს “ინტერის” ქართველი თავკაცი კახაბერ ცხადაძე, რომელიც უეფას ევროპის ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპზე შვედურ “ელფსბორგთან” განცდილი მარცხის კვალად, გუნდის დატოვებას აპირებდა, თანამდებობაზე კიდევ 2 წელი დარჩება. აღმიშნულის შესახებ განცხადება “ინტერის” პრეზიდენტმა გეორგი ნიკოლოვმა გააკეთა.

“ცხადაძესთან საუბარი უკვე მქონდა. რა თემებზე ვისაუბრეთ, ვერ გეტყვით, თუმცა, იმის თქმა შემიძლია, რომ იგი გუნდში მუშაობას აგრძელებს. მას “ინტერთან” კიდევ ორწლიანი კონტრაქტი აკავშირებს. რაც შეეხება ტრანსფერებს, ჩვენ ფორვარდის ძიებაში ვართ, თუმცა, ჯერ წინსვლა არ გვაქვს”, - აღნიშნა ნიკოლოვმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119279