ფეხბურთი

14:24 | 8.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის წყვილები ცნობილია

უეფას შტაბ-ბინაში რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ჩემპიონთა ლიგის 2014-2015 წლების სეზონის პლეი ოფის კენჭისყრა.  ოცი კლუბისგან ათი წყვილი შედგა და ორი მატჩის ჯამში გამარჯვებული გუნდები ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაშის უფლებას მოიპოვებენ.

შეგახსენებთ, რომ კენჭისყრა შემდეგი წესით მიმდინარეობს: თავისი ქვეყნის ათი ჩემპიონი გუნდი “ჩემპიონთა გზაზე” ხუთ წყვილს შეადგენს, ხოლო დანარჩენი ათისგან “ლიგის გზაზე” კიდევ ხუთი წყვილი შედგება და გამარჯვებული ათი გუნდი ჯგუფურ ეტაპზე მოხვდება.

გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ:

ჩემპიონთა გზა:

მარიბორი (სლოვენია) – სელტიკი (შოტლანდია)

ზალცბურგი (ავსტრია) – მალმო (შვედეთი)

ოლბორგი (დანია) – აპოელი (კვიპროსი)

სტიაუა (რუმინეთი) – ლუდოგორეცი (ბულგარეთი)

სლოვანი (სლოვაკეთი) – ბატე (ბელორუსი)

ლიგის გზა:

ბეშიქთაში (თურქეთი) – არსენალი (ინგლისი)

სტანდარტი (ბელგია) – ზენიტი (რუსეთი)

კოპენჰაგენი (დანია) – ლევერკუზენი (გერმანია)

ლილი (საფრანგეთი) – პორტო (პორტუგალია)

ნაპოლი (იტალია) – ბილბაო (ესპანეთი)

პირველი მატჩები 19 და 20 აგვისტოს ჩატარდება, საპასუხო შეხვედრები კი 26 და 27 აგვისტოს. ყოველი წყვილის პირველი გუნდი პირველ შეხვედრას საკუთარ მოედანზე ჩაატარებს.

ლევან გოგოტიშვილი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117814