სხვა

23:51 | 29.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონობისთვის სერბეთი და უნგრეთი იბრძოლებენ

საცურაო აუზ “ოლიმპიკში” მიმდინარე ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატზე წყალბურთში 29 აგვისტოს ნახევარფინალური მატჩები გაიმართა და ფინალისტების ვინაობა გაირკვა. ასევე გამოვლინდნენ ის ნაკრებები, რომლებიც მეხუთე-მეშვიდე ადგილებისთვის ითამაშებენ.

ფინალში გასვლა სერბეთისა და უნგრეთის 19-წლამდელთა ნაკრებებმა შეძლეს. სერბებმა ნახევარფინალში ხორვატებს 10:5 ძლიეს, უნგრელებმა კი იტალიელი თანატოლები 9:8 დაამარცხეს.

დასკვნითი შეხვედრები 30-31 აგვისტოს გაიმართება. საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატს 30 აგვისტოს 13:00 საათზე მე-15 ადგილისათვის მატჩით დაასრულებს. ქართველ წყალბურთელთა მეტოქე სლოვაკეთის ნაკრები იქნება.

ახალგაზრდული ჩემპიონატის ფინალური შეხვედრა 31 აგვისტოს 18:00 საათზე დაიწყება. ევროპის ჩემპიონობისთვის სერბეთი და უნგრეთი ითამაშებენ, მე-3 ადგილისათვის კი ერთმანეთს ხორვატია და იტალია შეხვდებიან.

 

ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატი წყალბურთში. თბილისი, საცურაო აუზი “ოლიმპიკი” 24-31 აგვისტო

29 აგვისტო

მეხუთე-მეშვიდე ადგილებისთვის

საბერძნეთი – ესპანეთი 8:6

მონტენეგრო – ჰოლანდია 13:12

 

1/2 ფინალები

სერბეთი – ხორვატია 10:5

უნგრეთი – იტალია 9:8

 

30 აგვისტო

მე-15 ადგილისთვის

13:00 საქართველო – სლოვაკეთი

 

მე-13 ადგილისთვის

14:40 უკრაინა – გერმანია

 

მე-11 ადგილისთვის

16:20 საფრანგეთი – თურქეთი

 

მე-9 ადგილისთვის

18:00 რუმინეთი – რუსეთი

 

31 აგვისტო

მე-7 ადგილისთვის

13:00 ესპანეთი – ჰოლანდია

 

მე-5 ადგილისთვის

14:40 საბერძნეთი – მონტენეგრო

 

მე-3 ადგილისთვის

16:20 იტალია – ხორვატია

 

ფინალი

18:00 სერბეთი – უნგრეთი

www.msy.gov.ge

0.115662