ფეხბურთი

18:17 | 30.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ბორუსია” კაგავას დაბრუნების ვარიანტს განიხილავს

“მანჩესტერ იუნაიტედისა” და იაპონიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი, შინჯი კაგავა, შესაძლოა, დორტმუნდის “ბორუსიაში” დაბრუნდეს.

The Independent-ის ცნობით, დორტმუნდელებს თავისი ყოფილი ფეხბურთელის დაბრუნება სურთ. თავის მხრივ, კაგავამ “მანჩესტერ იუნაიტედში” ფეხი ვერაფრით მოიკიდა და დიდი ალბათობით, ზაფხულში კლუბს შეიცვლის.

როგორც ჩანს, იაპონელი ფეხბურთელი ვერც ლუის ვან გაალის სათამაშო სტილს ერგება და მის გაყიდვაზე მანჩესტერელებიც თანახმა არიან.   

პრემიერ ლიგის გასულ გათამაშებაში 25 წლის კაგავამ 18 მატჩი ჩაატარა.

 

ლევან გოგოტიშვილი

0.113754