მეორე შეხვედრაში “ბათუმი-რსუმ” ისევ შეძლო ქვეყნის მოქმედი ჩემპიონის “შსს აკადემიას” დამარცხება და სერიაში, რომელიც სამ მოგებამდე გრძელდება, 2:0 დაწინაურდა. აქედან გამომდინარე, ნახევარფინალში გასაღწევად ზღვისპირელებს 1 მოგებაღა სჭირდებათ. შეგახსნებეთ, რომ მომდევნო ორი შეხვედრა ბათუმში გაიმართება და თუ საჭირო გახდა, მეხუთე შეხვედრას ისევ თბილისი უმასპინძლებს.
სტუმრებმა პირველ ტაიმშივე გაინაღდეს გამარჯვება, რომელიც 13 ქულის სხვაობით 45:32 მოიგეს. მთელი მატჩის განმავლობაში “ბათუმი-რსუს” უპირატესობა ხელიდან არ გაუშვია და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა. ზღვისპირელთა გამარჯვებაში ლომის წილი ამერიკელმა ლეგიონერებმა შეიტანეს. ამ შეხვედრაში ყველაზე შედეგიანები ჯუნიორ ქედუგინი და ჯერემი საფოლდი იყვნენ, რომლებმაც 27-27 ქულა დააგროვეს. 13 ქულითა და 10 მოხსნით ორმაგი დუბლის ავტორი გახდა მათი თანაგუნდელი ჯერემი ჯექსონი. მასპინძელთა შემადგენლობაში ყველაზე კარგი შედეგი ლევან ფაცაციამ აჩვენა, რომელმაც 22 ქულითა და 12 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა. ასევე ორმაგი დუბლის ავტორები გახდნენ მისი თანაგუნდელები მილე ილიჩი (15 ქულა, 12 მოხსნა) და ილია ლონდარიძე (14 ქულა, 17 მოხსნა).
მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია:
არჩილ ჟღენტი (“შსს აკადემიას მთავარი მწვრთნელი): “ვულოცავ მეტოქეს მოგებას. ფაქტია, რომ მოწინააღმდეგემ გვაჯობა და სერიაში 2:0 დაწინაურდა. მართალია, ფარი მოვიგეთ, მაგრამ ბურთი ვერ ჩავაგდეთ. პლეი ოფს სულ დატვირთვა აქვს და ამიტომაც არის მოულოდნელობები ძალიან ხშირი. მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ ყველანაირად ვეცდებით, რომ სერია ჩვენს სასარგებლოდ დავასრულოთ”.
მიხეილ კობეშავიძე (“ბათუმი-რსუს” მთავარი მწვრთნელი): “მიუხედავად იმისა, რომ 2:0 დავწინაურდით, გულწრფელად ვაცხადებ, რომ ჩემთვის 0:0-ია და ჯერ არაფერი დასრულებულა. ყველაფერს თავიდან ვიწყებთ. რა თქმა უნდა, გახარებული ვარ, რომ ორივე მატჩი მოვიგეთ, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩემთვის ჯერ არაფერი დასრულებულა”.
ამჟამად იწყება შეხვედრა “არმიასა” და “რუსთავს” შორის. ამ წყვილში ანგარიშია 1:0 “არმიას” სასარგებლოდ.
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||

www.superleague. ge-ს სტატისტიკური მონაცემები