ფეხბურთი

17:46 | 30.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბათუმელებმა შეკრება თურქმენებთან ზავით დაასრულეს

 

ბათუმის “დინამომ” თურქეთში შეკრება თურქმენულ “ალთინ ასირთან” სპარინგით დაასრულა, რომელშიც ფრე (1:1) დაფიქსირდა. ამის შესახებ საფეხბურთო კლუბ ბათუმის “დინამოს” ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.

განვლილი მატჩი ბათუმელებმა შემდეგი შემადგენლობით ჩაატარეს:

ალავიძე, ქორიძე, მაკარიანი, გავაშელიშვილი, სუხიაშვილი,შონია, მახარაძე, ჩირიკაშვილი, აშბა (პაჭკორია, 46), კაკალაძე (ვარშანიძე, 46), ბერიაშვილი (ზივზივაძე, 70).

“დინამოდან” ერთადერთი გოლი 74-ე წუთზე პაჭკორიამ გაიტანა. აღსანიშნავია, რომ ანგარიში 0:0 როდესაც იყო, ბათუმელთა კაპიტანმა მახარაძემ მსაჯის მიერ “ალთინ ასირის” კარში დანიშნული საეჭვო პენალტი შეგნებულად არ გაიტანა.

“დინამო” თურქეთიდან სამშობლოში უკვე დაბრუნდა. 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117689