ჩოგბურთი

1:00 | 24.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილი წყვილებს შემორჩა

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი გერმანიის ქალაქ ობერშტაუფენში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 35 ათასი დოლარი) ერთეულთა ბადეს პირველივე რაუნდში გამოეთიშა.

Oberstaufen Cup ATP Challenger-ის საწყის წრეში ნიკოლოზი ჩეხ იან ჰაიეკს გაეჯიბრა და 3:6, 4:6 დამარცხდა.

წყვილებში ბასილაშვილმა და ჰოლანდიელმა რომანო ფრანცენმა ბრაზილიელებს – ანდრე გემს და ჟოაო სოუზას 6:3, 6:3 სძლიეს და მეოთხედფინალში პირველი განთესვის მქონე იტალიურ დუეტს (გედინი-გრასი) გაეჯიბრებიან. 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123379