ჩოგბურთი

14:42 | 1.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილი გენუის ტურნირზე ითამაშებს

იტალიის ქალაქ გენუაში სტარტი აიღო საერთაშორისო საჩოგბურთო ტურნირმა, რომელშიც ძალებს ნიკოლოზ ბასილაშვილიც სცდის.

საქართველოს პირველი ჩოგანი AON OPEN CHALLENGER-ის (საპრიზო ფონდი 85 ათასი ევრო) საწყის რაუნდში იტალიელ მარკო ჩეკინატოს ეთამაშება.

თუკი ბასილაშვილმა გამარჯვება იზეიმა, 9 სარეიტინგო ქულას მიიღებს, მერვედფინალში კი მე-3 ნომრად განთესილ ფრანგ ბენუა პაირეს და პორტუგალიელ პედრო სოუზას მატჩში უმჯობესს დაელოდება. 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114322