ფეხბურთი

19:17 | 30.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონამ" დუგლას პერეირა დაიმატა

ბრაზილიური "სან პაულუს" აწ უკვე ყოფილი მცველი დუგლას პერეირა, კარიერას კატალონიის "ბარსელონაში" გააგრძელებს. გუშინ საღამოს, "ბლაუგრანამ" ახალი ფეხბურთელის პრეზენტაცია მოაწყო.

24 წლის ბრაზილიელმა ფეხბურთელმა კატალონიელებთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ესპანელებმა სამხრეთ ამერიკელებს ფეხბურთელის სანაცვლოდ 4 მილიონი ევრო გადაუხადეს და პერეირას ასპარეზობიდან გამომდინარე, შესაძლოა, "სან პაულუმ" ბონუსის სახით 1.5 მილიონი ევრო მიიღოს.

მარჯვენა მცველი ახალ კლუბში 16-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.

გიორგი ბალახაძე

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112428