ფეხბურთი

21:00 | 20.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონა" ფიფას გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

 

მოგეხსენებათ, ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაციამ ფიფამ, კატალონიის "ბარსელონას" 2015 წლის ზამთრის და ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში, 18-წლამდე ფეხბურთელების ტრანსფერი აუკრძალა.

კატალონიელებმა აღნიშნული აკრძალვა გაასაჩივრეს, თუმცა ფიფამ მათი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

დღეს კი, "ბლაუგრანას" ოფიციალურ ვებგვერდზე განცხადება გავრცელდა, რომლის თანახმადაც, "ბარსელონა" სპორტულ საარბიტრაჟო სასამართლოში ფიფას გადაწყვეტილებას კვლავ გაასაჩივრებს.

განცხადებაში აგრეთვე ნათქვამია, რომ მსგავსი ხელისშეშლა, კატალონიელთა იმ აკადემიის სულისკვეთებას შელახავს, რომელიც მსოფლიოში თავისი საქმიანობით ცნობილია.

გიორგი ბალახაძე

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110348