ქართველი სპორტსმენები

20:55 | 10.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

ავთანდილ ჭრიკიშვილის პარიზული ოქრო

ჭრიკიშვილმა პარიზის გრანდ სლემზე ოქრო მოიპოვა იგი 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში პირველ ნომრად იყო განთესილი და შეჯიბრებაში პირდაპირ მეორე წრიდან ჩაერთო, ჰოლანდიელ ნილ ვან დე კამერთან შეხვედრით. ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა ქართველმა ძიუდოისტმა 4 წუთში, იპონით მოიგო. მერვედფინალში ფრანგ ჯილომ რიუს ბეჭებზე გასაკრავად 2 წუთი აკმარა. იაპონელ ტაკანორი ნაგასეს უილეთო ბრძოლაში გაფრთხილებებით (3:1) მოუგო. შემდეგ კი მსოფლიოს 2-გზის და ოლიმპიური ჩემპიონი, სამხრეთკორეელი ჯაე-ბუმ კიმი 3 წუთსა და 45 წამში ორჯერ დააგდო ვაზარზე და ფინალის საგზური გაინაღდა, სადაც ფრანგ ლუის პიეტრის დაუპირისპირდა. მსოფლიოს რეიტინგის ქართველმა ლიდერმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ 81 კილოგრამში საუკეთესოა. პარიზულ ფინალში ავთანდილ ჭრიკიშვილმა პირველი წუთის მიწურულს შესრულებული ვაზარით იმარჯვა.

0.125283