ქართველი სპორტსმენები

23:37 | 28.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

ავთანდილ ჭრიკიშვილი - მსოფლიო ჩემპიონი

7-წლიანი პაუზის შემდეგ, ქართველი ძიუდოისტი მსოფლიოს პოდიუმის უმაღლეს საფეხურზე ავიდა. რუსეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე უმაღლესი ტიტული 81 კილოგრამი წონითი კატეგორიის რეიტინგის ლიდერმა ავთანდილ ჭრიკიშვილმა მოიპოვა. ვალუა-ფორტიესთან ავთანდილი პირველსავე წუთზე ვაზარით დაწინაურდა - მეტოქე ხელში აიტაცა და ტატამს ზურგით დაანარცხა. მსაჯმა იპონი დააფიქსირა, მაგრამ მსაჯთა მაგიდამ გადაწყვეტილება შეუცვალა. დარჩენილი ოთხი წუთი უილეთოდ გაილია.

0.109865