ფეხბურთი

11:45 | 20.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

ანჩელოტი: “რონალდუმ შეცვლა მთხოვა”

მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ, ესპანეთის სუპერთასის პირველ მატჩში მადრიდის “ატლეტიკოსთან” ფრედ (1:1) დასრულებული შეხვედრის შემდეგ, პრესკონფერენცია გამართა, რომელშიც აღნიშნა, რომ “ბლანკოსის” პორტუგალიელმა ვარსკვლავმა კრიშტიანუ რონალდუმ მუხლის არეში ტკივილი იგრძნო და შეცვლა მოითხოვა.

“კრიშტიანუმ ტკივილი იგრძნო მარცხენა მუხლის არეში და შესვენებაზე შეცვლა მთხოვა. მას გამოკვლევა ჩაუტარდება, სადაც გამოჩნდება თუ რა სჭირს პორტუგალიელს”. – განაცხადა იტალიელმა.

კარლო ანჩელოტიმ ხამეს როდრიგესზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი თამაშით კმაყოფილია.

“ხამესმა ყველაფერი კარგად გააკეთა. გუნდი მეორე ტაიმში უკეთესი იყო. მისი გატანილი გოლი მნიშვნელოვანია. ის უფრო თვითდაჯერებული გახდება. ვფიქრობ, რომ გუნდმა კარგად ითამაშა. ისინი აკონტროლებდნენ მთლიან თამაშს.

“ატლეტიკოს” მცირე უპირატესობა აქვს ახლა, თუმცა პარასკევს ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ტიტულის მოსაპოვებლად”. – დასძინა ანჩელოტიმ.

საუბრის ბოლოს ანჩელოტი ანხელ დი მარიასა და ძირითადი მეკარის თემასაც შეეხო.

“დი მარია კიდევ ერთი ჩინებული მოთამაშეა. ის “რეალის” ფეხბურთელია და როგორც საჭიროდ ჩავთვლი ისე გამოვიყენებ.

უკვე გადავწყვიტე, თუ ვინ იქნება ძირითადი მეკარე, მაგრამ ამის გამხელას ჯერ არვაპირებ”. – დაასრულა საუბარი 55 წლის სპეციალისტმა.  

სუპერთასის გადამწყვეტი შეხვედრა პარასკევს შედგება “ვისენტე კალდერონზე”.

ირაკლი ალიმბარაშვილი
  

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114289