ჩოგბურთი

19:19 | 19.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

ალმაგროსთვის სეზონი დასრულებულია

მსოფლიო რეიტინგში 28-ე საფეხურზე მყოფი ესპანელი ჩოგბურთელის ნიკოლას ალმაგროსთვის წლევანდელი სეზონი დასრულებულია. 29 წლის მოთამაშე მარცხენა ფეხზე ჩატარებული ქირურგიული ოპერაციის შემდეგ აღდგენით პროცედურებს გადის, უახლოეს პერიოდში ფორმაში შესვლას ვერ მოახერხებს, ამიტომაც შანხაისა და პარიზის “მასტერზ1000”-ზე მონაწილეობას ვეღარ მიიღებს.

შეგახსენებთ, ალმაგრომ ოპერაცია ივლისის დასაწყისში გაუკეთეს. ნიკოლასს “როლან გაროსის” შემდეგ არსად უთამაშია, საფრანგეთის ღია პირველობაზე კი მეტად წარუმატებლად გამოვიდა - პირველსავე წრეში ჯეკ სოკთან დამარცხდა. წლეულს ალმაგრომ 23 მატჩი ჩაატარა, რომელთაგან 14-ში იმარჯვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114989