ფეხბურთი

0:25 | 20.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

ალჟირის ნაკრებს კრისტიან გურკუფი უხელმძღვანელებს

ალჟირის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად კრისტიან გურკუფი დაინიშნა. ამის შესახებ ალჟირის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება.

59 წლის ფრანგმა სპეციალისტმა ამ თანამდებობაზე ბოსნიელი ვაჰიდ ჰალილჰოჯიჩი შეცვალა, რომელმაც ალჟირელები ახლახან დასრულებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე 1/8-ფინალში გაიყვანა. თუმცა, მუნდიალის შემდეგ ჰალილჰოჯიჩმა კონტრაქტის გახანგრძლივება აღარ ისურვა.

ალჟირის ნაკრების ახალი მწვრთნელის მთავარი ამოცანა გუნდის მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე გაყვანა იქნება. გურკუფს სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში ლე მანში, რენში, ყატარულ ალ იტიჰადში უმუშავია, 2003 წლიდან გასული სეზონის ბოლომდე კი "ლორიანს" თავკაცობდა. 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117027