ფეხბურთი

11:35 | 20.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

ალეგრის ემოციით აღსავსე საღამო ელის

 დღეს მილანის “სან სიროზე” პრინციპულ მეტოქეთა მატჩი ჩატარდება – ერთმანეთს იტალიის 2 ყველაზე ტიტულოვანი კლუბი, “მილანი” და “იუვენტუსი”, შეხვდება. გულშემატკივრებთან ერთად მომავალ პაექრობას მოუთმენლად “როსონერის” ყოფილი და “ბებერი სინიორას” ამჟამინდელი დამრიგებელი მასიმილიანო ალეგრიც ელის.

“განსაკუთრებული მატჩი მელის. “მილანში” სამნახევარი დაუვიწყარი წელი გავატარე, გუნდთან ერთად სკუდეტო და სუპერთასი მოვიგე. ახლა “იუვეში” ვმუშაობ და შაბათს ემოციით დატვირთული საღამო მელის”, - ალეგრის ეს სიტყვები Football Italia-ს მოჰყავს.

ტურინელთა დამრიგებლის თქმით, ჯერ კიდევ გაურკვეველია, ითამაშებს თუ არა მილანელთა წინააღმდეგ არტურო ვიდალი, რომელმაც წვრთნა კი განაახლა, მაგრამ სათანადო ფორმაში ჯერჯერობით არაა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115944