ფეხბურთი

10:20 | 23.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

აიტორ კარანკა: “სამი სეზონი მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელის მხარდამხარ ვმუშაობდი”

 მადრიდის “რეალში” ჟოზე მოურინიუს ასისტენტი აიტორ კარანკა ამჟამად ინგლისში მუშაობს და იქაურ “მიდლსბროს” უდგას სათავეში. ბილბაოს “ატლეტიკისა” და “რეალის” ყოფილი ფეხბურთელის კარანკას გუნდი საწვრთნელ შეკრებას მარბელიაში გადის და მოურინიუს “მარჯვენა ხელს” ინტერვიუ Marca-ს ჟურნალისტებმა ჩამოართვეს.

- მოლაპარაკებას “მონაკოსა” და “კრისტალ პალასთან” აწარმოებდით, საბოლოოდ კი არჩევანი “მიდლსბროზე” შეაჩერეთ. რატომ?

- “მონაკოსთან” არანაირი კონტაქტი არ მქონია. “კრისტალ პალასს” რაც შეეხება, ლონდონელებთან მხოლოდ პოტენციური თანამშრომლობის საკითხებზე ვსაუბრობდით. ამასობაში ჟოზე მოურინიუ დამიკავშირდა და მირჩია, მიდლსბროში წავსულიყავი. როდესაც ამ კლუბის ხელმძღვანელებს შევხვდი, მივხვდი, სამწვრთნელო კარიერა “მიდლსბროში” გამეგრძელებინა. ამ კლუბში თავს მეტად კომფორტულად ვგრძნობ. თამამად შემიძლია განვაცხადო - არჩევანში არ შევცდი.

- “მიდლსბროს” 138 წლიან ისტორიაში გუნდის პირველი არაბრიტანელი მთავარი მწვრთნელი გახდით. ეს მომენტი რა გრძნობას განიჭებთ?

- უპირველესად თავს ამაყად ვგრძნობ. თავიდან ინგლისურში მოვიკოჭლებდი, შემდეგ კი ენა ავითვისე და ურთიერთობისას ყოველგვარი უხერხულობა წარსულს ჩაბარდა.

- ჟოზე მოურინიუ თავისთან, “ჩელსიში” გეპატიჟებოდათ. რატომ არ დასთანხმდით მის წინადადებას?

- მოურინიუს ნდობისთვის მადლობა გადავუხადე, მაგრამ ისიც ვუთხარი, დამოუკიდებელი სამწვრთნელო საქმიანობის დაწყება რო მსურდა. 3 სეზონი მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელის მხარდამხარ ვმუშაობდი, რამაც დიდი კმაყოფილება მომიტანა და გამოცდილება შემძინა.

- ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის ან ლიგის ტასზე ჟოზე მოურინიუსთან შეხვედრა გინდათ?

- უფრო მეტად დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრთან შეხვდერა გამახარებდა. სერიოზულად თუ ვიტყვი, სეუ ჟოზესთან მეტად თბილი ურთიერთობა მაქვს და სიამოვნებით შევხვდები მას, “მიდლსბრო” კი “ჩელსის”. ისე კი, რამდენჯერმა მოურინიუს ლონდონში შევხვდი და “არისტოკრატთა” ვარჯიშის თვალის მიდევნებისას პორტუგალიელის წვრთნის მეთოდით კიდევ ერთხელ მოვიხიბლე.

- მოურინიუს “რეალთან” მოქმედი კონტრაქტი ჰქონდა, მაგრამ “ჩელსიში” გადავიდა. რატომ გადადგა მან ეს ნაბიჯი?

- გუნდში სიტუაცია დაიძაბა და ჩვენც გაცლა ვამჯობინეთ. 2011-12 წლების სეზონში ყველაფერი გავაკეთეთ მადრიდის “რეალის” გასაჩემპიონებლად. მომდევნო სეზონიც კარგად დავიწყეთ. ესპანეთის სუპერთასი მოვიგეთ, მაგრამ პრიმერა დივიზიონში საქმე სახარბიელოდ არ წავიდა. კიდევ ერთხელ გავედით ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში, “სამეფო თასის” ფინალში. მთლიანობაში ცუდი სეზონი არ გვქონია, მაგრამ “სანტიაგო ბერნაბეუდან” აბარგება მაინც მოგვიწია.

- ბევრი ჟოზე მოურინიუს მარიონეტად გთვლიდა. ეს არ გაღიზიანებდათ?

- გითხრათ სიმართლე, ამაზე მოურინიუ უფრო ბრაზდებოდა, ვიდრე მე. ვინც მარიონეტს მიწოდებდა, წარმოდგენა არ ჰქონდა, როგორ მიიღებოდა ესა თუ ის გადაწყვეტილება “რეალში”. ბევრს ახლაც ჰქონია, რომ 3 წლის განმავლობაში დრო ფუჭად დავკარგე, მაგრამ ასე არაა. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, 3-4 ერთგული მეგობარი შევიძინე, რომელთანაც ურთიერთობა მადრიდიდან წასვლის შემდეგ არ გამიწყვეტია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111236