ფეხბურთი

11:11 | 11.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: მოიესმა "სოსიედადი" ჩაიბარა

შოტლანდიელი სპეციალისტი დევიდ მოიესი სან სებასტიანის "სოსიედადის" მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. აღნიშნული ინფორმაცია კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

51 წლის მწვრთნელმა ესპანელებთან კონტრაქტი 2016 წლის 30 ივნისამდე გააფორმა. კლუბი შოტლანდიელს ოფიციალურად დღეს წარადგენს.

სან სებასტიანელებმა რამდენიმე დღის წინ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან იაგობა არასატე სეზონის წარუმატებელი სტარტის გამო დაითხოვა და ახალი მწვრთნელის მოძიება არ გასჭირვებიათ.

მოიესმა რთულ სიტუაციაში მყოფი გუნდი ჩაიბარა. "სოსიედადი" პრიმერა დივიზიონის 11 ტურის შემდეგ 9 ქულით 15 ადგილზე იმყოფებიან და გასავარდ ზონასთან ახლოს არიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108447