ძიუდო

2:39 | 11.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

ქართველი ძიუდოისტების ტრიუმფი რუსეთში

ქართველმა ჭაბუკმა ძიუდოისტებმა წარმატებით იასპარეზეს რუსეთის ქალაქ ტიუმენში გამართულ საერთაშორისო ტურნირში, რომელიც 1998-2000 წლებში დაბადებულთა შორის გაიმართა.

როგორც მასპინძლები აღნიშნავენ: “მედლების უმეტესობა საქართველოს წარმომადგენლებმა მოიპოვეს, რომელთაც შთამბეჭდავი და ემოციური ჭიდაობა აჩვენეს. საკმარისია აღინიშნოს, რომ -55 კგ, -60 კგ და -66კ გ წონითი კატეგორიების ფინალში ქართველებს თანაგუნდელებთან მოუწიათ ურთიერთობის გარკვევა”.

ჯამში ქართველი ძიუდოისტების ანგარიშზე 5 ოქროს, 5 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალია.

წონითი კატეგორიების მიხედვით მედლების მფლობელები გახდნენ:

-50კგ – საბა გრიგალაშვილი (ვერცხლი)

-55კგ – თემურ ნოზაძე (ოქრო), ირაკლი ხერგიანი (ვერცხლი)

-60კგ – რობიზონ ბეგლარაშვილი (ოქრო), ალეკო მამიაშვილი (ვერცხლი)

-66კგ – ბაგრატ ნინიაშვილი (ოქრო), გუგა გოგიტიძე (ვერცხლი)

-73კგ – ლაშა დუდაშვილი (ბრინჯაო)

-81კგ – გიორგი გოგოლიძე (ოქრო)

-90კგ – ავთო ტაბატაძე (ოქრო), ონისე სანებლიძე და ნიკა სიდამონიძე (ბრინჯაო)

+90კგ – ამირან წიქორიძე (ვერცხლი)

ტიუმენში 9 ნოემბერს გამართულ ტურნირში 400-მდე ძიუდოისტი მონაწილებდა, რომლებიც წარმოადგენდნენ საქართველოს, მონღოლეთს, ყაზახეთს, ჩეხეთს, აზერბაიჯანს, ტაჯიკეთს და რუსეთის 14 რეგიონს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112021