ფეხბურთი

19:39 | 10.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

“პენალტისტი” მეკარეები

საინტერესო სტატია იტალიურ მედიაში, რომელშიც დათვლილია ბოლო 10 სეზონის შედეგების მიხედვით მეკარეების მიერ აღებული პენალტების რაოდენობა (შედეგები გათვალისწინებულია მხოლოდ შიდა ჩემპიონატების მიხედვით და შესულია 5 წამყვანი საფეხბურთო ლიგის მონაცემები).

ბოლო 10 წლის განმავლობაში ყველაზე მეტჯერ 11-მეტრიანის ნიშნულიდან მეტოქეს “ინტერის” მეკარე სამირ ჰანდანოვიჩმა აჯობა. სლოვენიელ მეკარეს “უდინეზეს” და “ინტერის” შემადგენლობაში ჯამში 20 პენალტი აქვს აღებული.

მეორე ადგილზე ბრაზილიელი მეკარე დიეგო ალვეშია. ალვეშმა “ლა ლიგაში” 13 პენალტის უკუგდება მოახერხა.

მესამე პოზიციას ესპანელი მეკარე ანდრეს პალოპი იკავებს 11 პენალტით.

მეოთხე ადგილი მილანის “ინტერის” ყოფილ კარის დარაჯ ჟულიო სეზარს უკავია. ვეტერანმა ბრაზილიელმა მეკარემ უკანასკნელ 10 სეზონში თერთმეტრიანი 10-ჯერ აიღო.

ფრანგული “სოშოს” ვეტერანმა მეკარემ, ტედი რიშერმა ლიგა 1-ში მეტოქეებს 8 შემთხვევაში აჯობა.

იგივე შედეგი აქვს “ბარსელონას” ყოფილ კარის დარაჯს ვიქტორ ვალდესს. პრიმერაში ვალდესმაც 8 პენალტი აიღო.

იტალიური “პალერმოს” ვეტერან კიპერს სტეფანო სორენტინოსაც სერია ა-ში 8 –ჯერ აქვს დუელი მოწინააღმდეგისთვის მოგებული.

“ლევერკუზენის” მეკარეს ბერნდ ლენოს ბუნდესლიგაშიც იგივე შედეგი აქვს რაც ზემოთ ჩამოთვლილი უკანასკნელ სამ მეკარეს.

ფრანგული “მარსელის” კაპიტნის სტივ მანდანდას შედეგიც ანალოგიურია, 8 პენალტი ლიგა 1-ში.

მანდანდას ყოფილი თანაგუნდელი “ოლიმპიკიდან” სედრიკ კარასო. საფრანგეთის ნაკრების ექსკიპერის შედეგიც 8 თერთმეტმეტრიანია.

იტალიური “სიენას” ერთი შეხედვით ნაკლებად ცნობილმა მეკარემ ანდრეა კამპანიოლომ 7-ჯერ აიღო პენალტი.

ამჟამად “ქუინზ პარკ რეინჯერსის” მეკარემ რობერტ გრინმა ინგლისურ პრემიერლიგაში ნიშნულიდან მეტოქეები შვიდჯერ დაამწუხრა.

“ვალანსიენის” ყოფილმა მეკარე ნიკოლა პენეტუმ საფრანგეთის ჩემპიონატში 7 პენალტი მოიგერია.

იტალიის სერია A-ში ანდრეა კონსილიმ და ანტონიო მირანტემაც 7-7 ჯერ იყოჩაღეს, ანალოგიური შედეგი აქვთ ინგლისურ პრემიერლიგაში ვეტერან ამერიკელ მეკარე ტიმ ჰოვარდს და ფინელ იუსი იასკილაინენს.

0.117871