ფეხბურთი

19:06 | 21.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

“მანჩესტერმა” სტროტმანისთვის 37 მილიონი გაამზადა

“მანჩესტერ იუნაიტედი” ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს “რომას” ჰოლანდიელი ნახევარმცველის, კევინ სტროტმანის გადაბირებას შეეცდება. ინფორმაციას Daily Star ავრცელებს.

როგორც წყარო იტყობინება, ამ ტრანსფერს ის ფაქტიც ამყარებს, რომ “წითელი ეშმაკების” მთავარი მწვრთნელი ჰოლანდიელი ლუი ვან გაალი გახლავთ. მანჩესტერელები კევინის შეძენას 37 მილიონ ევროდ გეგმავენ.

სტროტმანმა ტრავმის გამო მსოფლიო ჩემპინატი გამოტოვა. კევინი “რომაში” 2013 წლიდან ირიცხება და 25 მატჩში 5 გოლი გაიტანა. საყრდენი ნახევარმცველი 2011 წლიდან ჰოლანდიის ეროვნულ ნაკრებშიც თამაშობს - “ნარინჯისფერებში” მან 25 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.

კევინ სტროტმანის გოლი პორტუგალიის ნაკრების კარში

https://www.youtube.com/watch?v=u84Nmxosd1A

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111577