ფეხბურთი

0:23 | 21.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

ელგუჯა გრიგალაშვილის პირველი კვიპროსული გოლი

გერმანიის მესამე ლიგის 22-ე ტურში კიოლნის “ფორტუნასთან” გასვლით შეხვედრაში ფრედ 2:2 ითამაშა აკაკი გოგიას “ჰალეშერმა.”წარმოშობით ქართველ ფეხბურთელს მთავარმა მწვრთნელმა სვენ კოლერმა მთელი სათამაშო დრო დაუთმო, თუმცა გოლის გატანა ვერ მოახერხა. გოგიას ფინელი თანაგუნდელის ტიმო ფუროჰოლმის ანგარიშზე ორი გატანილი გოლია, რაც ქულის მოსაპოვებლად საკმარისი აღმოჩნდა.

“უნტერჰაჰინგმა” შინ, საკუთარ “სპორტპარკზე” უხვგოლიან შეხვედრაში “რეგენსბურგი” დაამარცხა (3:2). სათამაშო დროის დაწყებიდან ერთი საათის შემდეგ მასპინძელთა კარში ორი უპასუხო გოლი იყო გასული, თუმცა დასკვნით ნახევარ საათში ჰუფნაგელის გუნდმა სამი გოლის გატანა მოახერხა ჰუფნაგელის თანაგუნდელთაგან გოლები ჰანის, ვაიდმანისა და ვოგლსამერის ანგარიშზეა.

ლუკა ჰუფნაგელი სათადარიგოთა შორის იმყოფებოდა, კრისტიან ციგემ მე-60 წუთზე საიმონ კრანიცის ნაცვლად ჩართო შეხვედრაში.

საბერძნეთის სუპერლიგის მორიგ ტურში მორიგი მარცხი იწვნია გიორგი ლორიასა და გიორგი მერებაშვილის “ოფიმ.”კრეტელები გასვლით შეხვედრაში “პლატანიასთან” მინიმალური სხვაობით დამარცხდნენ. ქართველმა ფეხბურთელებმა შეხვედრა სრულად ჩაატარეს, სტუმართაგან ერთადერთი გოლი “უდინეზესა” და “გრანადას” ყოფილი მოთამაშის აზიზ ტეტეს ანგარიშზეა.

კვიპროსის ჩემპიონატის მორიგ ტურში “ომონიამ” შინ 3:0 დაამარცხა “ნეა სალამისი.”ქართველთაგან მთელი სათამაშო დრო დაეთმო უჩა ლობჟანიძეს, ხოლო შოთა გრიგალაშვილს მატჩში მონაწილეობა არ მიუღია.

ელგუჯა გრიგალაშვილმა კვიპროსის პირველ დივიზიონში პირველი გოლი გაიტანა. 24 წლის ქართველის გოლი საკმარისი არ აღმოჩნდა ქულის მოსაპოვებლად. “ეთნიკოს ახნასთან” შეხვედრაში ანგარიში გრიგალაშვილმა გახსნა, თუმცა ორწუთიან მონაკვეთში სტუმრებმა მოახერხეს გათანაბრება და დაწინაურება, რაც შეხვედრის საბოლოო ანგარიში აღმოჩნდა (1:2).

როინ კვასხვაძის, ლევან ხმალაძისა და ელგუჯა გრიგალაშვილის გუნდი გასავარდნ ზონასთან ახლოს იმყოფება. 14 ტურის შემდეგ “ოთელოსმა” 3 მატჩი მოიგო და 2 ფრედ დაასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11186