ფეხბურთი

2:17 | 20.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

ამიენში "ნიცა" აგებს

მე-19 ტური ამიენში დაიწყო. კომბუარეს გუნდმა 19 ნოემბრის შემდეგ პირველად მოიგო. მე-19 ტურში 19 წლის სიპრიენმა ლიგა 1-ში მეორე გოლი გაიტანა. აგვისტოში “რეიმსის” კარში შეაგდო. მაშინაც ამიენში, “სტად დე ლა ლიკორნიზე” და მაშინაც თანაგუნდელთაგან პირველმა გამოიჩინა თავი.

სიპრიენს გოლისას ასისტენტობა მადაგასკარის ნაკრების მოთამაშე ლალანა ნომენიანაჰარმა გაუწია.

ნაკლებად ცნობილი ქვეყნების წარმომადგენლები არ აკლდნენ გუნდების განაცხადს. “ლანსის” სათადარიგოთა შორის იმყოფებოდა 20 წლის მავრიტანიელი მცველი აბდულ ბა, რომელიც სენეგალშია დაბადებული, პროფესიონალ ფეხბურთელად კი “ლანსის” საფეხბურთო აკადემიაში ჩამოყალიბდა. “ნიცას” 27 წლის ჰაიტელი მცველი რომაინ ჟენევოსი, რომელიც სამშობლოში დაიბადა, პროფსიონალურ დონეზე ფეხბურთის თამაში საფრანგეთში დაიწყო.

კლოდ პუელის “ნიცა” არ ვარდება, ევროტურნირებზე გასვლის შანსიც არ აქვს, თუმცა სეზონის ბოლომდე დიდი დროა. ვნახოთ შედეგები რა მიმართულებით წაიყვანს “ნიცას.”

მეორე ტაიმის დასაწყისში ადამო კულიბალიმ თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა, თუმცა ცდა არ დაუკლია და მონდომებამ შედეგი შეხვედრის მიწურულს, 88-ე წუთზე მოიტანა.

33 წლის შემტევს საინტერესო წარსული აქვს. ბელგიური კლუბების მაისურით თამაშის შემდეგ უნგრულ “დებრეცენში” განაგრძო კარიერა, სადაც წარმატებული პერიოდი დაჰყო. უნგრეთის ჩემპიონატის, თასის, სუპერთასისა და ლიგისთასის მოგების გარდა ორჯერ გახდა უნგრეთის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი.

კულიბალი მეორე სეზონს ატარებს “ლანსში,” ხოლო ლიგა 1-ში სადებიურო სეზონის ჩატარება უწევს. კულიბალისთვის პარასკევს, “ნიცას” კარში გატანული გოლი რიგით მეოთხე იყო. გოლისას 33 წლის ვეტერანი შავკანიანი მარცხენა ფლანგზე ორ მცველს გაცდა, საჯარიმოში შესვლისას ერთი მოატყუა. განთავისუფლებული სივრცის შემდეგ ბურთის აღების შანსი მეკარეს შეუმცირდა, რაც შემტევმა კარგად გამოიყენა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ლანსი – ნიცა 2:0 (1:0)

ამიენი, “სტად დე ლა ლიკორნე”

ლანსი: რიუ, გბამინი, ბაალი, კანტარი, სილა (ჩავარე 46), ნომენიანაჰარი (ელ ჟადუ 50), ლემოინე, სიპრიენი, ვალდივია (ბურიგადი 78), გულამი, კულიბალი

მთავარი მწვრთნელი: კომბუარე

ნიცა: პუპლინი, პუელი, ამავი, პალუნი (ცვიტანიჩი 61), ჟენევოსი, ბუტეკი (მუპეი 80), დიავარა, ბოდმერი, პლეა, კოზიელო (დიგარდი 46), ეისერიკი

მთავარი მწვრთნელი: პუელი

გოლი: 1:0 სიპრიენი (38), 2:0 კულიბალი (86)

მთავარი მსაჯი: სებასტიან დესაჟე

გაფრთხლება: ეისერიკი (17), სილა (25), პუელი (38), ლემოინე (71), ვალდივია (72)

56-ე წუთზე კულიბალიმ ვერ გამოიყენა თერთმეტმეტრიანი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.137323