კალათბურთი

1:59 | 20.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბურჯანაძის 15 ქულა და ლა კორუნიელთა მე-6 გამარჯვება

ბექა ბურჯანაძის “ლეიმა ბასკეტ კორუნამ” ესპანეთის რანგით მე-2 ლიგაში “მელილას” 75:65 მოუგო, ქართველი კალათბურთელი კი მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

ბურჯანაძე სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, 26:20 წუთში კი 15 ქულა, 6 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა. ქართველმა ფორვარდმა 7-დან 5 ორქულიანი, 6-დან 1 სამქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 2-ჯერ დაჯარიმდნენ.

ლა კორუნიელებმა 6 მოგება და 7 მარცხი მოაგროვეს და 15-გუნდიან ლიგაში მე-8 ადგილზე გადაინაცვლეს. 28 დეკემბერს ბურჯანაძის კლუბი “პალენსიას” ესტუმრება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118348