კალათბურთი

0:18 | 20.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

თბილისის 14-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალში “იბერი“ და “აკადემია“ ითამაშებენ

თბილისის 14-წლამდელთა ჩემპიონატში ფინალისტები გამოვლინდნენ. ტურნირში, რომელსაც თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირი საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციასთან ერთად ატარებს, ჩემპიონობისთვის „იბერი“ და „აკადემია“ იბრძოლებენ.

ნახევარფინალური მატჩები დღეს საკალათბურთო აკადემიის დარბაზში გაიმართა. მატჩები განსხვავებული იყო: პირველ შეხვედრაში დიდი ბრძოლა გაიმართა „იბერსა“ და „ორბს“ შორის, მეორეში კი „აკადემიამ“ უპრობლემოდ, დიდი სხვაობით „მართვეს“ სძლია.

ბოლო წამებამდე უცნობი იყო, „ორბი“ მოიგებდა თუ „იბერი“. ზვიად დიდბარიძის გაწვრთნილმა გუნდმა „იბერს“ პირველი ტაიმი 33:25 მოუგო და ბოლო მეოთხედის დაწყებამდეც 3 ქულით წინ იყო. გადამწყვეტ წუთებში შესანიშნავად იასპარეზა მანამდეც მარჯვედ მოთამაშე ირაკლი სულხანიშვილმა, რომელმაც საბოლოოდ 39 ქულა და 21 მოხსნა მიითვალა და ირაკლი ხომერიკის გაწვრთნილ „იბერს“ გამარჯვება გაუნაღდა. სულხანიშვილს 19 ქულითა და 17 მოხსნით შეეშველა ვალერი ჩხიტუნიძე, ხოლო „ორბში“ ყველაზე გამორჩეული ნიკა ნიკოლაიშვილი გახლდათ, რომელმაც პირად ანგარიშზე 36 ქულა ჩაიწერა.

მეორე ნახევარფინალში „აკადემიამ“ 49 ქულის სხვაობით დაამარცხა „მართვე“. ალეკო ჯაფარიძისა და ირაკლი ტომარაძის გაწვრთნილ აკადემიელებს რატი ანდრონიკაშვილმა ულიდერა, რომელსაც სამმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა. რატიმ 23 ქულა 11 ჩაჭრა და 9 მოხსნა და 5 პასი მიითვალა. 18 ქულა დააგროვა მიშო ზურაბაშვილმა, ფარქვეშეთის ბატონ-პატრონმა თემო ფეიქრიშვილმა კი 23 ბურთი მოხსნა.

ფინალური შეხვედრა, „აკადემია“ – „იბერი“, ხვალ, 20 დეკემბერს, თბილისის სპორტის სასახლეში, 20:00 საათზე გაიმართება. მე-3 ადგილისთვის მატჩიც სასახლეში, 11:30 საათზე ჩაზარდება. ბრინჯაოს მედლებისთვის მატჩში ერთმანეთს „ორბი“ და „მართვე“ შეხვდებიან.

www.gbf.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116281