ფეხბურთი

23:09 | 19.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ბეშიქთაშს” ზუმას აყვანა სურს

სტამბოლის “ბეშიქთაშს” ლონდონის “ჩელსის” ცენტრალური მცველის, კურტ ზუმას იჯარით აყვანა სურს – იუწყება თურქული გამოცემა Lig Tv.

აღნიშნული გამოცემის ცნობით, “ბეშიქთაშს” 20 წლის მცველის აყვანა სეზონის ბოლომდე უნდა. თურქები ახალგაზრდა ფეხბურთელს მუდმივ სათამაშო პრაქტიკას ჰპირდებიან, რომლის ნაკლებობასაც ზუმა ნამდვილად განიცდის.

მიმდინარე სეზონში, ზუმამ ყველა ტურნირზე მხოლოდ 8 მატჩი ჩაატარა და 1 გოლის გატანა მოახერხა.

თეგებიკურტ ზუმა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116435