ფეხბურთი

20:33 | 19.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

ნასტასიჩით “შალკე” და “მილანი” ინტერესდებიან

“მანჩესტერ სიტის” ცენტრალური მცველით მატია ნასტასიჩით გელზენკიხენის “შალკე” და “მილანი” ინტერესდებიან – იუწყება ცნობილი ბრიტანული გამოცემა Daily Mail–ი.

აღნიშნულ კლუბებს დაცვის ხაზში სერიოზული პრობლემები აქვთ და ზამთრის სატრანსფერო პერიოდში გაძლიერებას აპირებენ. ნასტასიჩი მათთვის ერთ-ერთი სასურველი კანდიდატია.

მიმდინარე სეზონში 21 წლის მცველს საერთოდ არ უწევს თამაში და კლუბის გამოცვლა სურს. მისი სატრანსფერო ფასი დაახლოებით 10 მილიონი ფუნტია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110053