ფეხბურთი

20:18 | 19.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

სავიოლა მშობლიურ გუნდს გაახსენდა

33 წლის არგენტინელი თავდამსხმელი ხავიერ სავიოლა, რომელიც ამჟამად იტალიის “ვერონაში” ასპარეზობს, შესაძლოა, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს სამშობლოში დაბრუნდეს. ფეხბურთელის მიმართ ინტერესს მისი მშობლიური გუნდი “რივერ პლეიტი” იჩენს. სავიოლა იტალიურ კლუბში მიმდინარე სეზონის წინ გადავიდა, თუმცა ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრებას ვერ ახერხებს. მან გუნდის მაისურით მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა და ისიც იტალიის თასის გათამაშებაში.

ხავიერ სავიოლას თავის დროზე დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ. 2001 წელს იგი 20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი და ფეხბურთელი გახდა. 2001 წელს ხავიერი “ბარსელონაში” ჩაირიცხა, რომლის რიგებშიც თავიდან გუნდის ლიდერიც იყო, თუმცა შემდეგ დაღმასვლა დაეწყო. “ბლაუგრანას” გარდა, “ბაჭიას” “რეალის”, “რივერ პლეიტის”, “მონაკოს”, “სევილიას”, “ბენფიკას”, და “ოლიმპიაკოსის” ღირსება დაუცავს.

არგენტინის ნაკრების შემადგენლობაში სავიოლას 2000-2007 წლებში 39 თამაშში 11 გოლი აქვს გატანილი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111051