ფეხბურთი

19:05 | 19.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ვალენსია” და “ბენფიკა” პერესზე შეთანხმდნენ

“ვალენსია” 28 წლის არგენტინელ ნახევარმცველ ენცო პერესის ტრანსფერში “ბენფიკას” 25 მილიონ ევროს გადაუხდის. აღნიშნულ ინფორმაციას O Jogo ავრცელებს.

პერესი “ბენფიკაში” 2011 წლიდან თამაშობს. არგენტინელმა 70 მატჩი ჩაატარა პორტუგალიის ჩემპიონატში და 9 გოლი გაიტანა. ის არგენიტინის ნაკრებშია 2009 წლიდან. ამ ზაფხულს ჩატარებულ მსოფლიო ჩემპიონატზე ენცომ თავის ნაკრებთან ერთად ვერცლის მედალი მოიგო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113017