ფეხბურთი

18:40 | 19.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

შოთა გრიგალაშვილს ქუთაისის “ტორპედო” ეპატიჟება

ფაქტობრივად გადაწყვეტილია, რომ შოთა გრიგალაშვილი კვიპროსის “ომონიიდან” მიდის. ფეხბურთელმა ასეთი ნაბიჯი იმიტომ გადადგა, რომ ამჟამინდელ კლუბში არასაკმარისი სათამაშო პრაქტიკა აქვს.

ინტერნეტპორტალი kerkida.net-ი იუწყება, რომ ქართველ ნახევარმცველს ქუთაისის “ტორპედო” ეპატიჟება. გარდა ამისა, მისი თავის რიგებში ხილვით კვიპროსის სამი გუნდია დაინტერესებული, რომლებიც სატურნირო ცხრილის პირველ ექვსეულში იმყოფებიან.

თავად გრიგალაშვილისთვის პრიორიტეტი კვიპროსზე დარჩენაა. 28 წლის ნახევარმცველი “ომონიაში” სეზონის დასაწყისში გადავიდა და 9 მატჩი ჩაატარა, რომლებშიც გოლი არ გაუტანია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114237