ისტორია

9:10 | 19.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

19 დეკემბერი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1987 – დაიბადა კარიმ ბენზემა. საფრანგეთის ნაკრების, “ლიონის” (2004-09) და მადრიდის “რეალის” (2009 წლიდან) ფორვარდი. საფრანგეთის ოთხგზის ჩემპიონი (2005, 2006, 2007, 2008) ჩემპიონი. 2008 წელს მოიპოვა საფრანგეთის თასი. 2012, 2014 წელს გახდა ესპანეთის ჩემპიონი და მოიპოვა ქვეყნის სუპერთასი. 2014 წელს მოიპოვა ჩემპიონთა ლიგის თასი და ევროპის სუპერთასი. 2014 წელს დაეუფლა ესპანეთის თასს. 2004 წელს გახდა ევროპის ჩემპიონი 17 წლამდელ ფეხბურთელთა შორის. საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში ჩაატარა 76 მატჩი, გაიტანა 25 გოლი.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1891 - კანადაში რაგბისტთა გაერთიანება ჩამოყალიბდა.

1909 - დაარსდა დორტმუნდის “ბორუსია”. გერმანიის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი კლუბი. 1997 წელს მოიპოვა ჩემპიონთა ლიგის და საკონტინენტთაშორისო თასები. 1966-ში დაეუფლა თასების თასს. გერმანიის 6-გზის ჩემპიონი (1956, 1957, 1963, 1995, 1996, 2002) და თასის ორგზის მფლობელი (1965, 1989). 1989, 1995 და 1996 წლებში გახდა გერმანიის სუპერთასის მფლობელი.

1913 - სუპერმძიმე წონითი კატეგორიის პროფესიონალ მოკრივეთა შორის, მსოფლიოს ჩემპიონობისათვის გამართულ ორთაბრძოლაში, ჯეკ და ჯიმ ჯონსონებს შორის არბიტრებმა საყაიმო შედეგი აღნიშნეს.

1917 - ჰოკეის ეროვნული ლიგის ისტორიაში პირველად მატჩი ხელოვნური ყინულის მოედანზე ჩატარდა. ეს ტორონტოში მოხდა.

1917 - ჰოკეისტთა კლუბმა “კვებეკ ბულდოგზმა” პროფესიულ ასპარეზზე პირველი შეხვედრა ჩაატარა.

1968 - თბილისის “დინამომ” აზიური ტურნეს მსვლელობისას სინგაპურში, ამ ქვეყანაში მყოფი ინგლისის შეიარაღებული ძალების ნაკრებს 3:0 მოუგო. სამივე გოლი ვლადიმერ ბარქაიამ გაიტანა. “დინამო”: ურუშაძე (გოგია), ძოძუაშვილი, რეხვიაშვილი, ხურცილავა, ჭოხონელიძე, პეტრიაშვილი, კუტივაძე, ილიადი, ბარქაია, მეტრეველი, გ. ნოდია. გუნდს ვიაჩესლავ სოლოვიოვი წვრთნიდა.

1973 - გარინჩას გამოსათხოვარი მატჩი “მარაკანაზე”. ამ მოვლენისადმი მიძღვნილ ბრაზილიის ვეტერან ფეხბურთელთა და მსოფლიოს ნაკრების შეხვედრას 150 ათასი მაყურებელი დაესწრო.

1983 - რიო დე ჟანეიროს ცენტრში მდებარე ბრაზილიის საფეხბურთო კონფედერაციის ოფისიდან “ნიკეს ქანდაკება” მოიპარეს. ეს ჯილდო ბრაზილიელებს მსოფლიოს ჩემპიონატების სამჯერ მოგებისთვის სამუდამო მფლობელობაში გადასცეს.

1984 - სკოტი ბოუმენი ჰოკეის ეროვნული ლიგის ყველაზე ტიტულოვანი მწვრთნელი გახდა.

1984 - უეინ გრეცკიმ ჰოკეის ეროვნული ლიგის მატჩებში გატანილ შაიბათა რაოდენობა ათასამდე გაზარდა. იმ დღეს გრეცკი 23 წლისა იყო და იგი ყველაზე ახალგაზრდა ჰოკეისტი შეიქნა, რომელმაც ეს ბარიერი გადალახა.

1987 - ბაქოელი დიდოსტატი, გარი კასპაროვი ჭადრაკში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

1989 - ლარი ბერდმა (“ბოსტონ სელტიკსი”) ეროვნული საკალათბურთო ასოციაციიის რეგულარული პირველობის ზედიზედ 71 მატჩში ზუსტად შესრულებული საჯარიმო ტყორცნების სერია წამოიწყო.

1996 - საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის 1997 წლის შესრაჩევი ციკლის ნახევარფინალური ეტაპის მატჩში, რომელიც ისრაელში შედგა, ამ ქვეყნის ეროვნულ გუნდთან 74:86 წააგო. საქართველო: თორთლაძე (8 ქულა), სტეფანია (22), სანაძე (14), უსტიაშვილი (3), ნაცვლიშვილი (17), დადიანი, ჩხეიძე (10). ნაკრებს ბესიკ ლიპარტელიანი წვრთნიდა.

2003 - არაბთა გაერთიანებულ საემიროებში მიმდინარე ჭაბუკ ფეხბურთელთა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ბრაზილიამ ესპანეთს სძლია და პირველობა მოიპოვა.

2006 - დორტმუნდის “ბორუსიის” მთავარ მწვრთნელად იურგენ რობერი დაინიშნა, რომელმაც ამ პოსტზე ბერტ ვან მაარვიკი შეცვალა.

2006 - იტალიური “კალიარის” მთავარ მწვრთნელად ფრანკო კოლომბა დაინიშნა.

2007 - ბრაზილიელი ვარსკვლავი, მსოფლიოს 1994 ჩემპიონატის გამარჯვებული და საუკეთესო ფეხბურთელი, რომარიო დოპინგის გამოყენებაში ამხილეს, რის გამოც მას 120 დღიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს.

2009 - არაბთა გაერთიანებული საემიროების ქალაქ დუბაიში მსოფლიოს საფეხბურთო-საკლუბოჩემპიონატის ფინალში “ბარსელონამ” დამატებით დროში 2:1 დაამარცხა არგენტინული “ესტუდიანტესი”. გამარჯვებულთაგან გოლები პედრომ და მესიმ გაიტანეს. მატჩს 43 050 მაყურებელი დაესწრო.

ამ დღეს დაიბადნენ

1879 - ბილ რაიტი. ამერიკელი ჩოგბურთელი. 1905 წელს აშშ-ის ღია პირველობის ჩემპიონი.

1894 - ფორდ ფრიკი. ბეისბოლის ეროვნული ლიგის კომისარი 1951-65 წლებში.

1920 - რანგნილდ ჰვეგერი. დანიელი მოცურავე. 400 მეტრზე გაცურვაში 1936 წლის ოლიმპიადაზე ჰვეგერმა ვერცხლის მედალი მოიპოვა.

1949 - კლაუდია კოლბი. ამერიკელი მოცურავე. 200 მეტრზე გულაღმა ცურვაში, 1964 წლის ოლიმპიადის ვერცხლის მედლის მფლობელი.

1957 - კევინ მაკჰეილი. 1980 წლიდან 1993-მდე იცავდა “ბოსტონ სელტიკსის” ღირსებას. ზედიზედ შვიდჯერ ითამაშა ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის “ყველა ვარსკვლავის” მატჩში (1984-90). 1984 და 1985 წლებში დაასახელეს NBA-ს საუკეთესო ”მეექვსე” (შეცვლის) მოთამაშედ. 1981, 1984 და 1986 წლებში მოპოვებული აქვს ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ჩემპიონობა. კევინ მაკჰეილი საშუალოდ მატჩში 17.9 ქულას აგროვებდა და 7.3 მოხსნას ახორციელებდა.

1959 - ედვარდ მეტგოდი. ჰოლანდიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების, “ჰაარლემისა” და როტერდამის “სპარტას” გოლკიპერი.

1964 - არვიდას საბონისი. ლიტვისა და საბჭოთა კავშირის ნაკრებების, კაუნასის “ჟალგირისის”, “ვალიადოლიდის”, მადრიდის “რეალისა” და ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის კლუბ “პორტლენდ თრეილ ბლეიზერზის” მეფარე (220 სმ). თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელი. საბჭოთა ნაკრებთან ერთად 1988 წელს გახდა ოლიმპიური ჩემპიონი, ხოლო ლიტვის ეროვნულ გუნდთან ერთად, ორჯერ მოიპოვა ოლიმპიადის ბრინჯაოს მედალი (1992, 1996). 1982 წელს საბონისი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, 1985-ში კონტინენტის პირველობა მოიგო, ხოლო ლიტველებთან ერთად 1995 წელს ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედალი მოიპოვა. 1993, 1994 წლებში საბონისი ესპანეთის ჩემპიონი გახდა, “რეალთან” ერთად კი, 1995 წელს ევროლიგა მოიგო. 1995 წელს ლიტვის ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატის ფინალში ითამაშა. არვიდას საბონისი 5-ჯერ დაასახელეს ევროპის წლის საუკეთესო მოთამაშედ (1984, 1985, 1988, 1995, 1999). 7 სეზონის განმავლობაში წარმატებით თამაშობდა “პორტლენდ თრეილ ბლეიზერზში”. ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში დაგროვილი აქვს 5 629 ქულა (საშუალოდ მატჩში 12). არვიდას საბონისი ფლობს ლიტვურ, პოლონურ, ინგლისურ, ესპანურ და რუსულ ენებს.

1966 - ალბერტო ტომბა. ლეგენდარული იტალიელი მოთხილამურე. მეტსახელად “ლა ბომბა”. 1988 და 1992 წლების ზამთრის ოლიმპიადების ჩემპიონი. ამ თამაშებზე მოიპოვა 3-3 ოქროს და ვერცხლის მედალი. 4-4-ჯერ აქვს მოგებული მსოფლიოს თასი სლალომსა და გიგანტურ სლალომში.

1969 - ტომ გუგლიოტა. “ბოსტონ სელტიკსის” მძიმე ფორვარდი (208 სმ).

1970 - ჯონ კლივლენდი. კანადელი მოცურავე. 1992 და 1996 წლების ოლიმპიურ თამაშებზე მოპოვებული აქვს ბრინჯაოს ორი მედალი.

1977 - ხორხე გარბახოსა. ესპანეთის კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების მძიმე ფორვარდი-მეფარე (204 სმ). მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონი. ევროპის 2009 წლის ჩემპიონი. 2008 წლის ოლიმპიადის ვერცხლისმედალოსანი. ევროპის 2007 წლის პირველობის ფინალისტი.

1982 - მორის უილიამსი. “მილუოკი ბაქზის” გამთამაშებელი (185 სმ).

1987 - კარიმ ბენზემა. საფრანგეთის ნაკრების, “ლიონის” (2004-09) და მადრიდის “რეალის” (2009 წლიდან) ფორვარდი. საფრანგეთის ოთხგზის ჩემპიონი (2005, 2006, 2007, 2008) ჩემპიონი. 2008 წელს მოიპოვა საფრანგეთის თასი. 2012, 2014 წელს გახდა ესპანეთის ჩემპიონი და მოიპოვა ქვეყნის სუპერთასი. 2014 წელს მოიპოვა ჩემპიონთა ლიგის თასი და ევროპის სუპერთასი. 2014 წელს დაეუფლა ესპანეთის თასს. 2004 წელს გახდა ევროპის ჩემპიონი 17 წლამდელ ფეხბურთელთა შორის. საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში ჩაატარა 76 მატჩი, გაიტანა 25 გოლი.

ამ დღეს გარდაიცვალა

2002 - კოტე მახარაძე. ქართველი სპორტული კომენტატორი და მსახიობი.

0.12026